LED გადაწყვეტები თქვენი ბიზნესისთვის

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კომპანიის პროფილი

 

  • კომპანია „ლედსთორი“ დაარსდა 2021 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ტექნოლოგიების B2B სექტორში
  • გუნდის წევრების მრავალწლიანმა გამოცდილებამ ელექტრომოწყობილობებისა და ტექნოლოგიების სფეროში საფუძველი დაუდო კომპანიის დაარსებას, რომელიც უშუალოდ ლედ-პროექტებზე სამუშაოდ შეიქმნა
  • ჩვენ გთავაზობთ დინამიური სარეკლამო სივრცის შექმნას ნებისმიერი ტიპის გარემოში, ჩვენეულ ხედვას და ამ ხედვაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს, რაც მეტად ეფექტურს გახდის თქვენს მარკეტინგულ აქტივობებს და განსხვავებულად მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას
  • პროდუქციის ფართო სპექტრი მოიცავს პრემიუმ ხარისხის კომპონენტებისგან შექმნილ შიდა და გარე სივრცის ლედ-მონიტორებს, ლედ-აბრებს, გამჭვირვალე ლედ-ეკრანებს და ნებისმიერი სხვა ტიპის ვიდეოაღწარმოების მოწყობილობას, რომელიც კომერციული დანიშნულებით გამოიყენება
  • ჩვენი მიზანია კომპანიის გრძელვადიანი განვითარება, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ქართულ ბაზარზე და იმ გამოცდილების შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება პარტნიორების კმაყოფილებასა და ნდობაზე

ინდუსტრიები რომლებსაც ვემსახურებით

 

∘ სწრაფი კვების ობიექტები

∘ საგანმანათლებლო სივრცეეები

∘ სპორტული დაწესებეულებები

∘ სასტუმრო ინდუსტრია

∘ ბენზინ გასამართი სადგურები

∘ მოდის და საივულირო მაღაზიები

∘ საცალო სავაჭრო ქსელები

∘ სავაჭრო მოლები

როგორ მუშაობს?

 

 

პიქსელ ბიჯი

პიქსელის ბიჯი(PP) არის ეკრანის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი და განსაზღვრავს გამოსახულების რეზოლუციის ხარისხს, რაც უფრო მჭიდროა მანძილი დიოდებს შორის მით უფრო მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას იძლევა ეკრანი

გამოსახულების მინიმალური ხედვის არეალი (PP) პიქსელის ბიჯის შესაბამისად

ეკრანის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები

ნებისმიერი ტიპის LED ეკრანის დამზადება

ინდივიდუალური მიდგომა და პროექტირება ყველა ინდუსტრიისთვის

ეკრანების ესთეტიური დიზაინი და საიმედოობა

გარანტია 3-5 წელი

პანელების სრული ასორტიმენტი: Cob, gob, Smd (400-10000 nits)

R&D პროცესი

მიწოდების ვადა: 10-15 დღე

ცენტრალიზებული და დისტანციური კონტენტ მენეჯმენტი

პროექტის მიმდინარეობის ეტაპები

 
შეკვეთის დადასტურებიდან - ინსტალაციამდე

კონსულტაცია

დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწერეთ ელ ფოსტით და ჩვენი ტექნიკური გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ პროდუქტზე

შეთავაზება

უმოკლეს ვადებში ჩვენ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას, მომსახურების და პროდუქციის , ფასების , საგარანტიო პირობების, მიწოდების ვადების და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ

კონტრაქტი

ორმხრივად შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტზე ხელმოწერის შემდეგ შეკვეთა ჩაითვლება დადასურებულად, რის შემდეგაც იწყება დროის ათვლა პროექტის ჩაბარებამდე

პროდუქციის წარმოება, მიწოდება და მონტაჟი

მას შემდეგ რაც ეკრანები იწარმოება, ჩვენ მათ ვატარებთ უწყვეტ 72 საათიან ტესტირების რეჟიმს, რა დროსაც მაღალი დატვირთვის ქვეშ ვამუშავებთ, ამის შემდეგ იგეგმება ინსტალაცია, რომელსაც გამოცდილი სპეციალსიტები უძღვებიან

Know how

ჩვენ დავატრენინგებთ თქვენს კადრს ეკრანების მართვაში და ვასწავლით სრულ ფუნქციონალს, რომ ბოლომდე შეძლოთ მისი სარეკლამო პოტენციალის გამოყენება

After service

ჩვენი ყველა პროდუქტი სარგებლობს 3 ან 5 წლიანი გარანტიით და ამ პერიოდის განმავლობაში სერვისზე რეაგირება ხდება 12 საათში ქვეყნის მასშტაბით, საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ როცა მომსახურება ხდება ფასიანი ჩვენი გუნდი იგივე ვადებში მოგემსახურებათ

პარტნიორები

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით — თქვენი LED ისტორია აქ იწყება